იტალიაში, ქალაქ ბარიში პოლიციამ საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა.
როგორც იტალიური ადგილობრივი მედია წერს, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე ი.დ. 35 წლის მამაკაცმა ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან 40 ევროს ღირებულების საღეჭი რეზინი მოიპარა და მიმალვა სცადა.
პოლიციამ ის ავტოსადგომზე გააჩერა. საქართველოს მოქალაქე სამართალდამცველს შპრიცით დაემუქრა.პოლიციამ მისი დაპატიმრება შეძლო.