“რუსთავი 2” მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის პაროდისტებმა ქართლოს ნატროშვილმა და ნიკა კაკაბაძემაც დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია newsreport.ge-სთან საუბრისას ვანო ჯავახიშვილმა დაადასტურა.
ვანო ჯავახიშვილი და კომედი ჯგუფი მთავარ არხზე გადადიან. პაროდისტებიც ამ გუნდს შეუერთდებიან.
ჯავახიშვილის განცხადებით, მთავარ არხზე მაყურებელი “ვანოს შოუს” გარდა კიდევ ორ ტელე-შოუს იხილავს.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს “კომედი ჯგუფმა” განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გუნდის დიდი ნაწილი “რუსთავი 2”-ში რჩება.