ივანიშვილმა დაგასვათ თავზე ერთუჯრედიანი არარაობები- სააკაშვილის ვიდეო მიმართვა ხულოელებს

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო სელფით თორნიკე რიჟვაძის განცხადებებს გამოეხმაურა და ხულოელებს მიმართა.

“ამ ხელისუფლებას აქვს თქვენთვის ბოდიში მოსახდელი, მაგრამ არ მოიხდის იმიტომ რომ ძაან უტიფარია, ამიტომ დროზე უნდა მოვაშოროთ, გავუშვათ ისტორიის სანაგვეზე, მათ შორის უახლოეს დღეებში ცემო ძვირფასებო ხულოში.”-მიმართა ხულოელებს სააკაშვილმა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ხულოში სამხატვრო გალერეა ხულოს ყოფილი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის მეუღლის დასაქმების მიზნით გაიხსნა. რიჟვაძემ სააკაშვილს “ფარჩაკი” და შარლატანების ბელადი უწოდა.