ივლისში საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 6.4 პროცენტით შემცირდა. 2018 წლის ივლისში რუსეთიდან 169 857 ვიზიტი შედგა, ხოლო წელს, 2019 წლის ივლისში 159 063 ვიზიტი დაფიქსირდა.
სტატისტიკური მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.
ქვრივიშვილის ინფორმაციით, ივლისში საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 48.8 პროცენტით შემცირდა, სახმელეთო გზით კი, 7 პროცენტით გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემებით, იანვარ-ივლისში რუსეთიდან 850 650 ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის შვიდი თვის მაჩვენებელს 22.1 პროცენტით აღემატება.