ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო მსოფლიოს მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთში კორონავირუსის აფეთქება საერთაშორისო მაშტაბის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.

“ვაცხადებ საერთაშორისო საგანგებო სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კორონავირუსის აფეთქების გამო.“– განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირეტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

გადაწყვეტილება ჟენევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელობის საგანგებო თათბირის შემდეგ მიიღეს.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას ვირუსთან დაკავშირებით ადამიანების და საქონლის გადაადგილება აიკრძალოს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსი მთელ ჩინეთში გავრცელდა.