კახა კალაძე: ჩემი შემოსავლები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს სპორტში ჩემი მოღვაწეობის დროს იყო

{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის მერს, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულ შემოსავლებზე დაუსვეს შეკითხვა.

“შემოსავლებს რაც შეეხება, ჩემი შემოსავლები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო ჩემი სპორტში საქმიანობის დროს, თუმცა ის შემოსავლები და დანაზოგი, რაც დღეს მე მაქვს, აბსოლუტურად მყოფნის იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი შევინახო და ასევე, დამატებით ადამიანებსაც დავეხმარო”, განაცხადა კახა კალაძემ.