კახეთში სტიქიის შედეგად წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

კახეთში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ალაზანმა საავტომობილო გზა დატბორა. შედეგად, წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა.

ამ დროისთვის კახეთში მაშველები მუსაობენ, ისინი  წყალში ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანას ცდილობენ.

მდინარე ალაზანში წყლის დონე ისევ მატულობს.