კახიძე: ივანიშვილს აქვს ფული ამერიკაში, რომელიც აღარ ექნება თუ ის გადაკვეთს წითელ ხაზებს

„ივანიშვილს აქვს სერიოზული ფული დასავლეთში, რომელიც ერთ წამში აღარ იქნება, თუკი ის გადალახავს წითელ ხაზებს“,-ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთო კახიძემ გადაცემაში ფორმულას ეთერში გააკეთა.

კახიძის თქმით იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი წითელ ხაზებს გადაკვეთს ის შესაძლოა სანქციების სიაში მოხვდეს.

„ივანიშვილს აქვს სერიოზული ფული დასავლეთში, რომელსაც მართავს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სპეციალური უცხოური დეპარტამენტი. ერთ წამში აღარ იქნება ეს მისი ანგარიშები თუკი გადალახავს იმ წითელ ხაზებს. ამ ეტაპზე ესე ჩანს, რომ ის მიდის იმ წითელი ხაზისკენ, რომელსაც, რომ გადაკვეთს მერე უკანაც ვეღარ დაბრუნდება“,-განაცხადა ოთო კახიძემ.