კახა კალაძე: ბატონ ელისაშვილს პოპულიზმს არ ვაპატიებ

თბილისის მერი, კახა კალაძე სამოქალაქო მოძრაობის ლიდერთან, ალექსანდრე ელისაშვილთან კამათის მიზეზებზე დასმულ შეკითხვას პასუხობს. როგორც ცნობილია, დღეს, ქეთევან წამებულის გამზირზე, იმ ადგილას, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დედაქალაქის მერი და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ელისაშვილმა თბილისის მერს მოსთხოვა, პასუხისმგებლობა დაეკისრებინა “ყაზტრანსგაზისთვის” და არ მორიდებოდა მათ წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას. 

“პოპულიზმს და დემაგოგიას არ ვაპატიებთ ბატონ ელისაშვილს, ეს ვაჩვენე მე საზოგადოებას 2017 წელს-პოპულიზმის დრო არ არის, უნდა ვაკეთოთ საქმე”,განაცხადა თბილისის მერმა.