კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია. ის ამ რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, რაც მის მეუღლეს გრიპის ნიშნები დაუდგინდა და კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა. მისი ტესტის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

,,მე ვეკონტაქტე ექიმს და მას არ სჯერა, რომ კორონავირუსის სიმპტომები მაქვს, მაგრამ მათ მირჩიეს, რომ შევზღუდო საზოგადოებასთან კონტაქტი სანამ თავს უკეთ არ ვიგრძნობ”,- წერს სოციალურ ქსელში ტრუდო.

კანადაში ამ დროისთვის კორონავირუსით 118 დაავადებული და 1 გარდაცვლილია.