ხანძარი ლილოს დასახლებაში

ხანძარი იყო ლილოს დასახლებაში. დამწვარია 300 კვ.მ. ფართობი. რუსთავი2-ის ინფორმაციით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

ამავე წყაროს ცნობით, ცეცხლი ავეჯის საწყობში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე რვა სახანძრო სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.