“ხელი ჩაწიე”- დაპირისპირება კობერიძესა და საგანელიძეს შორის

საპარტნიორი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის მოსმენა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხმაურით წარიმართა.

დავით ჭიჭინაძესთან დაპირისპირების შემდეგ, ფონდის ხელმძღვანელს კამათი  „ქართული ოცნებიდან“ წასულ ლევან კობერიძესთან მოუვიდა.

ლევან კობერიძემ დავით საგანელიძეს განუცხადა, რომ საკმაოდ არაეფექტიანია საპარტნიორო ფონდისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობა. საგანელიძემ კობერიძეს მიმართა, რომ ხელი ჩაეწია, თავის მხრივ კობერიძემ უპასუხა, რომ საპარტნიორო ფონდის დირექტორი პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ დაიბარეს და არა ჭკუის სასწავლებლად. 

“იმისთვის ხარ აქ მოსული რომ 700 მილიონზე ილაპარაკო”-მიმართა კობერიძემ საგანელიძეს.