ხონში, მეორე საჯარო სკოლაში ხანძარია

ხონის მუნიციპალიტეტში, მეორე საჯარო სკოლაში ხანძარია.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი მეორე სართულის ჭერში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.