“ხუნდაძის აცეტება კომიკურია, არც მას, არც დაჩის და არც ბაჩის, არავინ არაფერს ეკითხება” – გოცირიძე

ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარებს არაფერს ეკითხება და უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე რეალურად ივანიშვილის სურვილებს ახმოვანებს – ეს განცხადება  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძე ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ახალ ინიციატივის შესახებ  გააკეთა.

“დიმიტრი ხუნდაძის ამ აცეტებას და საკუთარი თავის წარმოჩენას, თითქოს რაღაცას წყვეტდეს არის ძალიან კომიკური. არც მაჟორიტარებს, არც ხუნდაძეს, არც დაჩის და არც ბაჩის არავინ არავინ არაფერს ეკითხება. ყველანი არიან ივანიშვილის პაიკები. არამგონია რომ დაპირისპირება იყოს რაღაც ხელოვნურად დადგმული. უბრალოდ არ იციან რა უნდა ივანიშვილს. როგორც კი გაიგებენ რომ ივანიშვილის სურვილს ახმოვანებს რომელიმე მაჟორიტარი, დაპირისპირების ნაცვლად წავლენ რესტორანში, ჩაეხუტებიან ერთმანეთს,” – განაცხადა რომან გოცირძემ

დიმიტრი ხუნდაძემ უკვე დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შეეცდება საქართველოს მასშტაბით 200 ათასი ხელმოწერის მოგროვებას და შემდეგ კანონპროექტის დარეგისტრირებას.