კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის სტატუსის მოხსნას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნაციონალური მოძრაობის წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის სტატუსის მოხსნას მხარი დაუჭირა და ბიუროს გადაუგზავნა. ბიუროს სხდომის შემდეგ საკითხს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას შვიდი წლის წინ აღძრულ ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ედავებიან.მელიას სასამართლომ 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა.