კონფერენციაზე სადაც მაიკ პომპეო და მაიკ პენსი იმყოფებოდნენ, კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდგინდა

აშშ-ში, ლობისტური ორგანიზაციის „ამერიკულ-ისაელული საზოგადოებრივი ურთიერთობის კომიტეტის“ პრესკონფერენციაზე, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი,  მაიკ პომპეო და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდნენ, კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდგინდა. იფნორმაციას ისრაელის საზოგადოებრივი საქმეთა კომიტეტი ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ყოველწლიური ღონისძიება ვაშინგტონში, 1-3 მარტს იმართებოდა. მას 18 ათასი ადამიანი ესწრებოდა. მაიკ პომპეოსა და მაიკ პენსის გარდა, ღონისძიებას უმრავლესობის ლიდერი სენატში მიტჩ მაკკონელი, მილიარდერი მაიკ ბლუმბერგი და ათობით კონგრესმენი ესწრებოდნენ. 

აშშ-ში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, უმეტესობა ნიუ-იორკში.