კონკრეტულ ქვეყანაში მიმოსვლის შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

„ვირუსი ვრცელდება მთლიანად ევროპაში, ამიტომ ერთი კონკრეტულ ქვეყანასთან ფრენების აკრძალვაზე რეკომებდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ჩინეთთან და ირანთან შეზღუდვა დაწესდა მხოლოდ იმ მოტივით, რომ იმ კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე მაღალი რისკი მოდიოდა ჩინეთზე და ირანზე. დღეს უკვე რისკები ვრცელდება მთელს ევროპაშიც, ამდენაც იზოლირებულად კონკრეტული ქვეყნიდან შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით შეფასდება ზოგადად ევროპის ქვეყნების რისკი, დაიწერება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და მხოლოდ შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას იტალიასთან დაკავშირებით.

გუშინ კორონავირუსის შემთხვევის რიცხვი საქართველოში 5-ით გაიზარდა, ყველა პაციენტის ისტორია იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება.