კორონავირუსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი — რა რისკს შეიცავს მგზავრობა

არის თუ არა უსაფრთხო კორონავირუსის გავრცელების პირობებში საზოგადოებრივი ტრანპორტით გადაადგილება? ალბათ ეს კითხვა ყველა ადამიანს უჩნდება, ვინც ყოველდღიურად ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით ან მეტროთი მგზავრობს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ ვრცელდება COVID 19 , მაგრამ მსგავსი ვირუსები გადამდებია მაშინ, როდესაც ინფიცირებული პირის დავირუსებულ წვეთებს შევისუნთქავთ მისი ხველებისას, დაცემინებისას ან მათთან ზედაპირებზე შეხებისას.

კორონავირუსის ნაწილაკები ჰაერში არ დევს, ამიტომ მას ,,ვიჭერთ” მაშინ, როდესაც ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტში ვიმყოფებით. მჭიდრო კონტაქტს, ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური განმარტავს როგორც ინფიცირებულთან 2 მეტრზე ახლოს, მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში ყოფნას.

ამგვარად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას დაინფიცირების რისკი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მჭიდროდ არის შევსებული სატრანსპორტო საშუალება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სატრანსპორტო სისტემა და მოსახლეობის რაოდენობაა, ამიტომ რისკებიც განსხვავებულია.

გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დოქტორის, ლარა გოსის კვლევით (2018), ადამიანები, რომლებიც მეტროს რეგულარულად იყენებდნენ, უფრო ხშირად განიცდიდნენ გრიპის მსგავს სიმპტომებს.

,,დაბა, სადაც მოსახლეობას უწევს, შეიცვალოს სატრანსპორტო ხაზები ერთხელ ან რამდენჯერმე, აქვთ გრიპის მსგავსი დააავადების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე უფრო კეთილმოწყობილ უბნებში, სადაც მგზავრები დანიშნულების ადგილზე ერთი ხაზით მიდიან”,- ამბობს მკვლევარი.

თუ მეტნაკლებად ცარიელი ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობთ, თქვენი დაინფიცირების რისკები შედარებით დაბალია, თუმცა ამ შემთხვევაში ტრანპორტის დეზინფექციაზე ბევრია დამოკიდებული.

თბილისის სატრანპორტო კომპანიის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეტროს და ავტობუსებს ყოველდღიურად უტარდება დეზინფექცია. თუმცა , ბუნებრივია, ტრანპორტი თავშეყრის ერთ-ერთი ადგილია და ის ხალხმრავლობის გამო, კორონავირუსის გავრცელების რისკებს შეიცავს. ამიტომ მნიშვნელოვანია მგზავრობისას დავიკავოთ ადამიანებთან დისტანცია და სხვადასხვა ზედაპირზე შეხების შემდეგ, ხელები კარგად დავიბანოთ. 

საქართველში ამ დროისთვის COVID 19-ით 30 ადამიანია ინფიცირებული, მათგან ორი გამოჯანმრთელების ზღვარზეა.