კორონავირუსის გამო საქართველოსა და რუსეთის რაგბის შეხვედრა გადაიდო

რაგბის კავშირის ინფორმაციით, 14 მარტს დაგეგმილი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა გადაიდო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის გამო ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია ,,რაგბი ევროპამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება მატჩი.