კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები კრემაციისთვის გადააქვთ – კადრები იტალიიდან

იტალიის ქალაქ ბერგამოდან, რომელიც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დასახლებული პუნქტია, სამხედროებს გვამები გაჰყავთ სხვადასხვა რეგიონებში კრემაციისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოში საკრემაციოდ ადგილები აღარ დარჩა. ამის შესახებ SKY NEWS-ი წერს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამხედრო მანქანების კოლონის ამსახველ ვიდეო,  სატვირთო-სამხედრო ტრანსპორტს ვირუსით გარდაცვლილთა სხეულები გააქვთ ქალაქიდან.

შეგახსენებთ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ანტირეკორდი დაფიქსირდა- 1 დღე-ღამეში 475 ადამიანი დაიღუპა და 4207 დაინფიცირდა.