კორონავირუსით საფრანგეთში 5 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ერთი ბავშვია

ახალი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა საფრანგეთში. კორონა ვირუსი ბრიტანეთის 5 მოქალაქეს დაუდგინდა. დაავადებულები რგენობლის, ლიონის და სანტ ეტიენის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველა პაციენტი ერთი ადამიანისგან დაინფიცირდა, რომელიც სინგაპურიდან ჩამოვიდა.  ისინი საფრანგეთის ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე ისვენებდნენ, ინფიცირებულთა შორის 1 ბავშვია.

ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 83 ადამიანი ემსხვერპლა.

დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის ჯამში 814–ს შეადგენს. უხანში მკვლელი ვირუსით ამერიკისა და იაპონიის მოქალაქეები დაიღუპნენ. ჩინეთში ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ვირუსმა იფეთქა იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზეც, სადაც თავდაპირველად მხოლოდ 1 დაინფიცირებული იყო. ახლა ვირუსს გემზე 70 ადამიანი ებრძვის. ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებიან.