კორონავირუსმა ახალი ზღვარი გადალახა:მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 400 000–ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 400 000–ს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17 451 შეადგინა.

Covid-19–ის მიერ გამოწვეული პანდემია პლანეტაზე სულ უფრო სწრაფი ტემპებით ვრცელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰან გებრეიესუსმა გუშინ განაცხადა.

“პირველი შემთხვევის დადგენიდან იმ მენტამდე, სანამ დაავადებულთა რიცხვი 100 000–ს მიაღწევდა, 67 დღე გავიდა. 100 ათასიდან 200 ათასამდე 11 დღე. მესამე 100 ათასი შემთხვევა კი სულ რაღაც ოთხ დღეში გამოჩნდა“ –განაცხადა მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

300 000–დან 400 000–მდე დაავადებულთა რაოდენობის გაზრდას კი ორი დღეც არ დაჭირდა.

ამჟამად დაავადება მსოფლიოს მაშტაბით 190–ზე მეტ ქვეყანაში 400 412 ადამიანს აქვს დადასტურებული. გარდაცვლილია 17 000–ზე მეტი. გამოჯანმრთელდა 103,748 ადამიანი.