კუმისის ტბასთან 41 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში, კუმისის ტბასთან 41 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის მოკლულია. ინფორმაციას ამის შესახებ „კურიერი“ ავრცელებს.

ახლობლების ინფორმაციით, დავით ხაბაზი რამდენიმე დღის წინ მეგობრის სახლში იმყოფებოდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. მათი თქმით, ის ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გააჩინეს.

მამაკაცი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატედანაა, იგი მარნეულში სამუშაოდ იყო წასული.