“კუპრავას ჩემზე ნაკლები გინებისთვის შეუფარდეს პატიმრობა”- ეს განცხადება ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან გააკეთა და განაცხადა, რომ ის შესაძლოა დააკავონ.
“რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე რამდნეიმე წუთის წინ მივიდა.
„რასაც მკითხავენ იმას ვუპასუხებ, თან რაც მახსოვს იმას, იმიტომ, რომ არის საუბარი 2025 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე. როგორც იცით ყველა კომპანიაში არის ფინანსური ხელმძღვანელობის საქმე.
რაც მახსოვს ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი. პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე რომ მჭირდებოდეს იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო. თან ძალიან კარგი იურისტი ვარ შეგახსენებთ. მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალებს არ ვტოვებ,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას გამოკითხვა სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება. მანამდე კი კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, რომელმაც განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებაში გვარამიას წინააღმდეგ ორი განცხადებაა შესული. პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო, ასევე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში განცხადება არხის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის პაატა სალიასგანაც შევიდა.