კვების ობიექტი “Fire wok” სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ათასი ლარით დააჯარიმა. “Fire wok”-ის ერთ-ერთ ფილიალში, ფალიაშვილის გამზირზე, სამზარეულოს სურსათის ვადებსა და შენახვის პირობებზე კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, რაც დაჯარიმების მიზეზი გახდა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს 11 ივნის მოქალაქემ მიმართა. როგორც მოქალაქემ განაცხადა ფალიაშვილის ფილიალში შეძენილ ლაფშაში ჭურჭლის სახეხის რკინის ნაწილები აღმოაჩინა. სააგენტომ ინფორმაციის მიღების შემდეგ მითითებული ობიქექტი შეამოწმა და ზემთ აღნიშნული დარღვევები აღმოაჩინა. ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მესამე ნაწილით დაჯარიმდა.