ლაგოდეხის მერმა სამუშაოებს ვერ მიუსწრო, რის შემდეგაც თანამშრომლებს ფოტოში თავი ფოტოშოპით ჩაასმევინა

iTV.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა საგზაო სამუშაოებს ვერ მიუსწრო, რის შემდეგაც თანამშრომლებს ფოტოზე თავი ფოტოშოპით ჩაასმევინა.

როგორც Facebook-ის მომხმარებლები წერენ, მერმა ფოტო პირად გვერდზე განათავსა, მომხმარებლების რეაქციის შემდეგ კი წაშალა.

მათი ინფორმაციით, ფოტოს ორიგინალი, რომლიდანაც მერის სხეული ამოჭრეს, ასე გამოიყურება: 

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოყვა და მერის სასაცილო, დამონტაჟებული ფოტოებიც გამოჩნდა.