იამაიკელმა კაცმა, რომელმაც ლატარიაში 158.4 მილიონი დოლარი მოიგო თანხის აღებისას კამერებთან სახე საშინელებათა ფილმის “კივილის” ნიღბით დაიფარა.
მისი თქმით, ნიღბის გაკეთების მიზეზი ოჯახის წევრებისგან დამალვა იყო.გამარჯვებული გვარად კემპბელია ჯილდოს ასაღებად 54 დღის შემდეგ მივიდა. ლატარიის წესებით მიხედვით თუ ფულის აღება 90 დღეს გადააცილე, გამარჯვება გაუქმდება.
“დავხედე ბილეთს, ტუალეტში გავიქეცი და სარკეში ვყვიროდი რომ გავიმარჯვე. მას შემდეგ გული სამი დღე მტკიოდა. პატარა ბიზნესი მაქვს, რომელიც მინდა რომ დიდი გახდეს და ასევე მინდა რომ დიდი სახლი ვიყიდო, ძალიან მომწონს რომ ფული მაქვს” – განაცხადა გამარჯვებულმა