,,ლელოს” გადაწყვეტილება არ მიუღია, შეუერთდება თუ არა მაჟორიტარებზე ოპოზიციის შეთანხმებას- ბადრი ჯაფარიძე

პარტია ,,ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის , ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი აქტიურად აკვირდებიან პოლიტიკურ კონსულტაციებს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, შუერთდებიან თუ არა ოპოზიციის შეთანხმებას ოლქებში კანდიდატების კონსოლიდირებულად დაყენებასთან დაკავშირებით.

,,რაც შეეხება კონსულტაციებს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით: როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირებული პარტია, რომელიც იზრდება ძალიან სწრაფად. ჩვენ.ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა ამ წუთას ჩვენი გეგმით ვვითარდებით. ლელოს პარტიული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვვითარდებით ძალიან სწრაფად და ვვითარდებით ჩვენი გეგმის მიხედვით”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაწყვეტის შემდეგ, ოპოზიციამ დღეს ლეიბორისტების ოფისში შეხვედრა გამართა, სადაც გადაწყდა, რომ პარტიები რეგიონებში გასვლას იწყებენ, ხოლო 4 აპრილს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
სავარაუდოდ, ამ აქციაზე გახდება ცნობილი, როგორ განაწილდებიან ოლქებში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მაქსიმალურად მეტ ოლქში ჰყავდეს საერთო კანდიდატი.