ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქელებში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებულმა ოჯახმა სახლში არსებული ინვენტარის გადარჩენა ვერ მოახერხა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს პირველად დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლება გაუწევს.