ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

“TVპირველის” გადაცემა  “დღის ამბების” წამყვანი ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ჟურნალისტი უგრეთის დედაქალაქში კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო. 

ლევან ჩხაიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მედიასაშუალებებში: ტელეკომპანია “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია” და “რადიო მაესტრო”.

Newsreport.ge თარაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.