მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ-სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გაიგზავნა

მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ -ამ სახელწოდების  სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.სტრასბურგში მაჩალიკაშვილების ინტერესებს EMC წარმოადგენს.

“ყველა სიბინძურესა და მხეცობას ჩადიან რომ საქმე არ გაიხსნას და სამართალი არ დაიდოს ყველაფერს აკეთებენ, სხვა რა გზა გვრჩება, სტრასბურგს უნდა მივმართო. მთელ მსოფლიოს მოვდებ, ესენი რა მხეცები არიან და რა სასტიკი სისხლიანი სისტემაა,”-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.