მამუკა ბახტაძეს ტყუპები შეეძინა

საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ტყუპი შეეძინა. ახალშობილებს ანა და გიორგი დაარქვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბახტაძის პრემიერობის დროს მისი აპარატის ყოფილმა უფროსმა გიორგი ჭოლაძემ დაწერა.

„ვულოცავ მამუკა ბახტაძეს ანას და გიორგის დაბადებას“ , – წერს გიორგი ჭოლაძე სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ცნობით, ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა, რომელთანაც მას 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.