მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც ზვიად კორძაძემ განაცხადა, განჩინება გვიან ჩაბარდათ და ის დაუსაბუთებელია.
“გავასაჩივრეთ სასამართლოს განჩინება. სამწუხაროდ, ის ძალიან დაგვიანებით ჩაგვბარდა, სულ 48 საათია გასაჩივრებისთვის და ჩაგვბარდა 8 საათით ადრე და ამ დროში რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი დავაფიქსირეთ. სასამართლო განჩინება არის დაუსაბუთებელი. ჩვენ არგუმენტებს, პასუხი საერთოდ არ აქვს გაცემული. საერთოდ არ არის განჩინებაში მსჯელობა, თუ რატომ მიაჩნია სასამართლოს, რომ თუნდაც საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა და ნებართვის მიცემა არ იყო რელევანტური. და ამიტომ ვთხოვთ სააპელაციო სასამართლოს, რომ გააუქმოს აღნიშნული განჩინება და არ გამოიყენოს აღკვეთი ღონისძიება“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.