{{ARTICLEIMAGE}}Facebook-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი სერიოზულად ფიქრობს Messenger-ის Instagram-ისა და Whatsapp-ის საკომუნიკაციო ქსელი გააერთიანოს. ამ პროექტის მიხედვით, სამივე აპლიკაციის მომხმარებლები შეძლებენ მოკლეტექსტური ან ხმოვანი შეტყობინებების ერთმანეთისთვის ე.წ ”კროსპლატფორმაზე” გაგზავნას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ სამივე აპლიკაციის დაინსტალირება იმისათვის, რათა მათ მომხმარებლებს ეკონტაქტოთ.
Facebook-მა განმარტა, რომ ამ იდეაზე მუშაობა დაწყებულია და ხანგრძლივი პროცესის დასაწყისში იმყოფებიან. NEW YORK TIMES წერს, რომ ეს პროექტი მარკ ცუკერბერგის პერსონალური პროექტია და მისი ინიცირებულია.