“მარტო ღმერთის იმედზე ვიყოთ?!“-რა ბედი ელით იტალიაში მყოფ საქართველოს არალეგალ ემიგრანტებს?!

სოციალურ ქსელში წერილი გავრცელდა, სადაც იტალიაში მცხოვრები არალეგალი ქართველი ქალი, საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავს.

„იტალიის ხელისუფლება სრულ მზადყოფნას აცხადებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლებაც მზადაა დაიცვას მოსახლეობა, მაგრამ ვინ დაგვიცავს ჩვენ, იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ და დასაქმებულ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს?! მით უფრო, როცა იტალიის ხელისუფლებამ ჩვენი არსებობაც კი არ იცის, ოფიციალურად. საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენ სავიზო რეჟიმის დამრღვევ მოქალაქეებად მოვიაზრებით და შინ დაბრუნების შემთხვევაში, ჯარიმითაც გვემუქრება. ბატონო გიორგი, კორონავირუსმა ჩვენამდე რომ მოაღწიოს, ვის უნდა მივმართოთ?! გთხოვთ, განგვიმარტოთ, იღებს ვინმე ჩვენზე პასუხისმგებლობას, თუ მარტო ღმერთის იმედზე ვიყოთ?!“ – ნათქვამია წერილში.