მარტყოფის მონასტერში ახალგაზრდა მამაკაცს ყელი გამოჭრეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე მდებარე ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა.

როგორც ცნობილია მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.