პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლკსის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და დარბაზში სუნი დააყენეს.
„არ ვიცი მათგან მოდიოდა სუნი თუ ამ ნივთიერებიდან, არაფერი მომწამლავი არ არის. ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დარბაზი დატოვა, – განაცხადა ვოლსკიმ.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება. საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ დღეს. მანამდე იურიდიულმა კომიტეტმა 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია, მათ შორის მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს. კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.