მაშველებმა გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამსახურის 50-კაციანმა ჯგუფმა ოპერაცია დილით განაახლა და ცხედარი მალევე იპოვა.

ტურისტის სამძებრო სამუშაოები 15 თებერვალს დაიწყო. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მაშინ მოყვა, როცა აკრძალულ ზონაში შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე სრიალებდა.

სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოახერხა.