,,მათი ნდობა შეუძლებელია”- ზურა ჯაფარიძე მმართველ გუნდთან თანამშრომლობას გამორიცხავს

ზურა ჯაფარიძის თქმით, ,,ქართულ ოცნებასთან” გირჩი თანამშრომლობას არ აპირებს, რადგან პროპორციულის ჩაგდების შემდეგ, მათი ნდობა შეუძლებელია.

,,მას შემდეგ რაც ჩვენ გადაგვაგდეს ყველა ერთად, მათთან საუბარი და მათი ნდობა უბრალოდ არის შეუძლებელი. რაზეც იყო საუბარი, რომ გირჩის ზოგადი ფორმულა არის ის, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ იმასთან, ვინც მეტ თავისუფლებას დაგვპირდება, ეს ფორმულა დღეს აღარ მუშაობს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ გადაგდებულები, ამ ხელისუფლებას არ ენდობა არავინ არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, ამიტომ ეგ საკითხი ამოწურულია”,- აცხადებს პოლიტიკური პარტია ,,გირჩის” ლიდერი.