მატლი ხინკალში-რესტორანი,სადაც ცოტა ხნის წინ ხალხი მოიწამლა, მორიგ სკანდალში ეხვევა

რესორანი “ჩემო კარგოს ქარხანა” მორიგ სკანდალში ეხვევა. მორიგი უკმაყოფილო მომხარებელი ხინკალში აღმოჩენილი მატლის გამო ჩივის.

მომხმარებელი წერს, რომ ხინკალი ამ რესტორნიდან გამოიძახა, რის შემდეგაც საკვებში მატლი აღმოაჩინა. 

„ისიც კი არ ვიცი, როგორ და საიდან დავიწყო წერა, იმდენად გაბრაზებული ვარ. საქართველოში რესტორნების ქსელში, ერთ-ერთ გემრიელ სამზარეულოს მქონე რესტორნად მივიჩნევდი „ჩემო კარგოს“(ლუდის ქარხნის), რომელმაც იმედები გამიცრუა ძალიან.. ყველაზე ხშირი მომხმარებელი სწორედ, რომ არ რესტორნის ვიყავი. დღეს ხინკალი შევუკვეთე, რომელშიც მატლი აღმოვაჩინე, მაგრამ სამწუხაროდ მიმტკიცებენ, რომ ეს კარტოფილია გატარებულიო.
ვწუხვარ, როდესაც საქართველოში ყოველდღე ფასების მატებაა და ხორცს მატლიანს მივირთმევთ”-წერს მომხმარებელი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავად რესტორნის ადმინისტრაცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, მანამდე აღნიშნულ რესტორანში 11 ადამიანი სალმონელათი მოიწამლა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა. 

სეს-ის კონტროლის შემდეგ, რესტორანი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დროებით დახურეს. გახსნიდან რამდენიმე დღეში კი რესტორანი მორიგ სკანდალში გაეხვა.