სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც სამარშრუტო მიკროავტობუსშია გადაღებული. პოსტის ავტორი თამო საჩანელია რომელიც, ფოტოს ემოციურ ამბავს ურთავს.
როგორც ირკვევა, მიკროავტობუსით მგზავრობდა ბებია შვილიშვილთან ერთად. პატარას შოკოლადი უნდოდა და ბებოს ყიდვა სთხოვა.
„39 ნომერი „მარშუტკის“ მძღოლი პატარა ბავშვი ტიროდა შოკოლადი მინდაო, ბებია ხურდას ითვლიდა, რომ ჩავალთ გიყიდი, მგონი მოგვივაო და უცებ მძღოლმა გააჩერა, გადაირბინა და შოკოლადით ხელში დაბრუნდა.
ყოველთვის, როცა ადამიანების რწმენას ვკარგავ, გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, ვინც ამ რწმენას მიბრუნებს“, – წერს თამო საჩანელი.