“მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი”-ბესელია ოხანაშვილს

“მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი,” – ასე მიმართა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს.

მათ შორის სიტყვიერი კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესელიამ ოხანაშვილს მიუთითა, რომ იურიდიული კომიტეტი რეგლამენტის დარღვევით ჩაინიშნა სასესიო კვირაში. სიტყვიერი დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.