მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ?-ძიძიგური სამადაშვილს

მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ? – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრს სალომე სამადაშვილს.

„ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ, მე , რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? ასეთი მიმართვა კოლეგასთან შეიძლება? პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ არ დასრულდება, ყველამ გავითვალისწინოთ, ის რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაც ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ ამის ვალდებულება ყველას გვაქვს“, – აღნიშნა ძიძიგურმა.

სალომე სამადაშვილმა პარლამენტის უმრავლესობის წევრებს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მიმართა. „თქვენ არ ხართ პარლამენტის წევრები, გოშიები ხართ, ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭების თავშეყრა“, – მიმართა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობას.