“მე ვიცავ ვაკის პარკს!” – 27 იანვარს პარტიზანელი მებაღეები საპროტესტო აქციას გამართავენ

 

{{ARTICLEIMAGE}}27 იანვარს 15:00-ზე სპორტის სასახლესთან პარტიზანელმა მებაღეებმა  აქცია “მე ვიცავ ვაკის პარკს”-ს დაანონსეს. სპორტის სასახლესთან სამოქალაქო აქტივისტები ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას ინვესტორის ოფისიდან მერიამდე გეგმავენ.

 


აშენდება თუ არა სასტუმრო ბუდაპეშტი ვაკის პარკში? ეს საკითხი დღემდე გაურკვევლად რჩება.

ინვესტორი გიორგი ზაქაიძე მშენებლობის დაწყების უფლებას ითხოვს, მერია ამბობს, რომ ამის წინააღმდეგია, თუმცა “მყარი სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს”. მერიის ამ პოზიციას არ იზიარებენ სამოქალაქო აქტივისტები და გარემოს დამცველები რომლებიც ფიქრობენ რომ ასეთი არგუმენტები არსებობს.