მეცნიერებათა აკადემიამ ივანიშვილის დაბადების დღის მილოცვა მომხმარებლების გინების გამო წაშალა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ ,,ფეისბუქგვერდიდან” ივანიშვილის დაბადების დღის მილოცვა წაშალა. პოსტი დირექტორის დავალებით, ,,უკანასკნელი დედის გინებების” გამო წაიშალა.

,,ეს ტექსტი რომ დავდე, აკადემიაში უცებ გაითიშა ინტერნეტი. მე რა მექნა, მითხრეს დადეო და დავდე, მერე წავედი სახლში… საიტის ადმინისტრატორმა დამირეკა, დირექტორმა [გიორგი კვესიტაძემ] თქვა, სასწრაფოდ წაშალეთო. მიზეზი ისაა, რომ უკანასკნელი დედის გინებები იყო”, – განაცხადა On.ge-სთან აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ნათია ვადაჭკორიამ.

ბიძინა ივანიშვილს მილოცვაში ეწერა, რომ ,,თავად მეცნიერს”, ივანიშვილს დიდი ამაგი აქვს ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. პოსტს ,,ფეისბუქ” მომხმარებლების მწვავე რეაქცია მოჰყვა.