“მეფე ერეკლეს აბანოში მექისემ მოქალაქე სექსუალურად შეავიწროვა” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა მეფე ერეკლეს აბანოში მექისეს მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და ჭრელ აბანოს რეკომენდაციით მიმართა.

ომბუდსმენის განცხადებით, რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა ესპანეთის მოქალაქის განცხადება, რომ შპს ჭრელი აბანოს საკუთრებაში არსებული დაწესებულება “მეფე ერეკლეს აბანო”  მომხდარი სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე მიუთითებდა.

სახალხო დამცველის განცხადებით,  მექისე მამაკაცმა  პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევას, რომელმაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა

საქართველოს სახალხო დამცველმა შემდეგი რეკომენდაციებით მიმართა შპს ჭრელ აბანოს:

  • მის საკუთრებაში არსებულ მომსახურების გამწევ დაწესებულებებში, მათ შორის, მეფე ერეკლეს აბანოში შეიმუშავოს მომსახურების გაწევის წესები
  • შეიმუშავოს შიდა მექანიზმი დასაქმებული პერსონალის მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს შესაძლო გადაცდომებზე ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტარდეთ სექსუალური შევიწროების საკითხებზე სასწავლო ტრენინგები;

შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის (მათ შორის სექსუალური შევიწროების) ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში