“მეორე ვირუსიც გვაქვს, რომელიც პარლამენტის კართანაა მომდგარი” – ქანთარია

გვაქვს მეორე ვირუსი, რომელიც პარლამენტის კართანაც არის,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ჯანდაცვის მინისტრს და ამ სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, რომ „არ უშვებენ იმ უბედურებას, რასაც კორონავირუსი ჰქვია“.

„თუ თქვენ ამას მოახერხებთ, რომ ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა მიუღწეველი იყოს ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იქნება. გვაქვს მეორე ვირუსი, რომელი პარლამენტის კართანაც არის ხოლმე. ეს უკვე პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა. მაგრამ მისი არეალი დიდი არ არის. ვისა უნდა გადადებოდა გადაედო,“- განაცხადა ქანთარიამ.