მეოთხეული გადაცემის დროს საგანგებო მდგომარეობა საჭიროა – თენგიზ ცერცვაძე

მეოთხეული გადაცემა ზომების გამკაცრებას მოითხოვს, სხვა სიმკაცრის ზომებია მისაღები საგანგებო მდგომარეობის სახით, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის მეოთხეული გადაცემა ჯერ არ გამოვლენილა.

“დღესაც გვქონდა ექსპერტების ჯგუფს შეხვედრა. მე ვფიქრობ და ბევრმა მხარი დამიჭირა – მეოთხეული გადაცემა საქართველოში ჯერ არ გვქონია, ვინაიდან კონტაქტების ჯაჭვში ვიღაცამ მაინც იცის, ვისგან დაინფიცირდა. ასე რომ, მინდა თამამად ვთქვა, საქართველოში მეოთხეული გადაცემა ჯერ არ ყოფილა. მეოთხეული გადაცემა ზომების გამკაცრებას მოითხოვს, სხვა სიმკაცრის ზომებია მისაღები საგანგებო მდგომარეობის სახით, რასაც მიმართა ჩინეთმა, იტალიამ “, – განაცხადა ტენგიზ ცერცვაძემ და განმარტა, რომ მეოთხე ნიშნავს, რომ პიროვნება დაინფიცირდეს, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, აღმოაჩნდეს კორონავირუსი ისე, რომ არ იცის, საიდან დაინფიცირდა: მარკეტში, ქუჩაში, კინოში თუ სხვა ადგილას.