იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან სატელევიზო ინტერვიუს საკუთარ ფობიებზეც ისაუბრა. გვარამიას შეკითხვაზე, რატომ ეშინოდა მას საჯაროდ საუბარი კამერებთან, ყოფილმა მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ფობიაა.
“ხო აქვს ადამიანს რაღაც ფობია, ერთ-ერთი ფობიაა კამერების შიში და ჩიტების, ამას გარდა, მთელი ბავშვობა მეც და დედაჩემიც ვოცნებობდით, რომ ექიმი გამოვსულიყავი და ერთადერთი, რის გამოც ამაზე უარი ვთქვი, არის სისხლის და ნემსის შიში. არასოდეს მიყურებია, ნემსს როგორ უკეთებენ ადამიანს,“ – თქვა ადეიშვილი.