მეზვრიშვილი: ფაქტი ჯიუტია – დავით კირკიტაძეს ბრალი ედება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში

{{ARTICLEIMAGE}}
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, დავით კირკიტაძისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მეზვრიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, არის თუ არა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი.

“ვიცი, რომ ეს გადაწყევტილება შეიძლება, ყველას არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – დავით კირკიტაძეს ბრალი ედება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. კადრები საზოგადოებამ კარგად იხილა. დღევანდელი აღკვეთის ღონისძიება, როგორც ვიცი პატიმრობა შეეფარდა, არ არის ამ საქმის დასასრული, ეს არ არის განაჩენი. დაველოდოთ, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ჩემთვის ცნობილია, პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა და ამ საფუძვლით შეეფარდა მას პატიმრობა. რაც შეეხება შერჩევით სამართალს, არ მგონია, რომ ეს სწორი მიდგომაა საკითხისადმი, იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური. ჩვენ თანაბრად ვუდგებით, განურჩევლად იმისა, ვისი მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყეთ, ოპოზიციის მხარდამჭერზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით; არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ როგორი მიდგომაც გვქონდა საქმეების მიმართ, ეს საზოგადოებამ კარგად დაინახა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.